пятница, 19 марта 2010 г.

სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელი: გურია–  ქართველ პოეტთა მუზა.

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ და იწერენ იმ პოეტთა ლექსებს რომლებიც გურიას ეძღვნება.

3. პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი ანაწილებს სამუშაოს ჯგუფებში. პირველი ჯგუფი  მოიძიებს გ. ტაბიძის, ა. კალანდაძის, შ. ნიშნიანიძის, ნ. დუმბაძის,  ჯ. გიორგაძის ლექსების წიგნებს და ამოიწერს ლექსებს გურიის შესახებ. მეორე ჯგუფი ინტერნეტში მოიძიებს ამ პოეტთა სურათებს, ინფორმაციას ლექსებზე,  თუ რამ შთააგონა ამა თუ იმ პოეტს ის რომ გურიაზე დაეწერათ ლექსები.

ისინი შეგროვილ ინფორმაციას წარმოადგენენ მასწავლებელთან, მასალის შეკრების შემდეგ მოინახულებენნ. დუმბაძის  და ანა კალანდაძის სახლ–მუზეუმს, გადაიღებენ სურათებს

ამ მასალების მიძიებამ მოსწავლეებს საშუალება მისცა შეედგინათ მცირე ანთოლოგია გურიაზე დაწერილი ლექსებისა.  ამის შემდეგპროექტის ბოლო დღეს მოსწავლეები აწყობენ

ლიტერატურულ–მხატვრულ ღონისძიებას  "მსურს რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხულის მთები მწვანე". რითაც მოსწავლეები შეიგრძნობენ პოეზიის სიღრმესა და სილამაზეს და აღიქვამენ რომ ეს მათი სამშბლოა და ყველაფერ ამას გაფრთხილება და მოვლა სჭირდება.

4. მოსწავლეთა ასაკი: 13 წელი.

5. ვადები: 7 დღე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები შექმნიან ბლოგს და განათავსებენ თავიანთ ნამუშევრებს. ჯგუფური მუშაობა, სინთეზური ანალიზი, სასწავლო ექვსკურსია.

7. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეთა მოძიებულ ინფორმაციას გაიგებენ სკოლის სხვა მოსწავლეები.

8. სამუშაო ენა: ქართული.

9. პროექტის ფასილიტატორი: ირმა მენაბდე.

10. ფალსილიტატორის ელ–ფოსტა: ninomenabde@gmail.com




Комментариев нет:

Отправить комментарий